Friday, February 13, 2009

წმინდა გრიგოლ ხანძთელი








უბისა




ხანძთა



აშოტ კურაპალატის დროს კლარჯეთში მოღვაწეობდა გრიგოლი, რომელიც 759 წელს დაიბადა და ნერსე ერისთავის ცოლის ძმისშვილი იყო. ამიტომ იგი იზრდებოდა ნერსეს სასახლის კარზე. ნერსეს მეუღლე თავად უძღვებოდა ძმისწულის სწავლა –განათლებას. გრიგოლი გასაოცარ ნიჭსა და გულისხმიერებას იჩენდა. მან უმოკლეს დროში შეისწავლა ბიბლია, ორივე ,,აღთქმა". საუბრობდა ყველა ენაზე რომელიც იმ დროისათვის არსებობდა. გრიგოლმა ბრწყინვალედ შეისწავლა თეოლოგია, ფილოსოფია. ტანად გრიგოლი მშვენიერი შესახედაობის იყო. გამხდარი, ახოვანი, მძლავრნაკვთიანი. სახით კი, მშვიდი და ზეციური სათნოებით სხივდაფენილი.

სრულიად ახალგაზრდა გრიგოლი მისმა აღმზრდელებმა მღვდლად აკურთხეს, თუმცა როდესაც ეპისკოპოსად კურთხევა დაუპირეს, ქართლიდან წავიდა. გრიგოლმა თნ გაიყოლა სამი ეპისკოპოსი